Saturday, August 27, 2022

რაშია გამოსავალი?

 

 იმისათვის, რომ ტოლერანტული თაობა იყოს, სკოლაში ფორმალურ განათლებასთან ერთად შევიტანოთ არაფორმალური განათლების ელემენტები. ყველა სასკოლო რგოლი აქტიურად უნდა იყოს ამ პროცესებში ჩართული: სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.

სკოლებში უნდა გავაძლიეროთ სამოქალაქო განათლების კლუბები. სამოქალაქო განათლების მასწავლებლები კლასის დამრიგებლებთან და  სამოქალაქო განათლების კლუბთან  ერთად უნდა ახორციელებდნენ ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება  ღია, მიმღები და ტოლერანტული.

  აქტივობები იქნება მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული. კლუბის წევრები იქნებიან თავად თანატოლგანმანათლებლები, რომლებიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბავშვებს მიაწოდებს შესაბამისი თამაშებით ინფორმაციას, თუ როგორ დაიცვან თავისი და სხვისი უფლებები. შესაბამისად მოეწყობა წამახალისებელი აქტივობები: ნახატების გამოფენა -   ,,როგორ დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები’’

  სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა კლასის დამრიგებლებთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო კლუბების ჩართულობით უნდა შეიმუშავონ სადამრიგებლო პროგრამა, რომელიც აგებული იქნება თანასწორობაზე, ტოლერანტობასა  და მრავალფეროვნებაზე.

სამოქალაქო განათლების კლუბების ორგანიზებით, ჩაატარდება  ფორუმები, საჯარო დისკუსიები, სემინარები, ონლაინ შეხვედრები, სადაც  მოიწვევენ კომპეტენტური პირებს: არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, იურისტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ფსიქოლოგებს, განათლების ექსპერტებს, ახალგაზრდულ მუშაკებს, რაც ხელს შუწყობს ინფორმაციის გავრცელებას ადამიანის უფლებების დაცვაზე, არაძალადობასა და დისკრიმინაციაზე.

სამოქალაქო განათლების კლუბების ორგანიზებით, თვეში ერთხელ, უნდა მოხდეს შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და რესურს ცენტრის წარმომადგენლებს შორის, რათა ერთად დაგეგმონ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში.

  ასევე სასკოლო საზოგადოების ჩართულობით მოეწყოს ისეთი აქტივობები, რომლებიც ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული: ფორუმ თეატრი, სიმულაციური და როლური თამაშები, იმიტირებული ფორუმი ადამიანის უფლებების დაცვაზე, ფილმების ჩვენება, ფლეშმობები.

   ასევე კლუბების ჩართულობით სოციალურ ქსელებში შექმნან ბლოგები, ვლოგები, მოამზადონ პოდკასტები, რომლებიც უფრო მეტად ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელება.

   ამრიგად, როცა ვსაუბრობთ როგორ ვებრძოლოთ დისკრიმინაციას? პირველ რიგში ეს სასკოლო ასაკიდან უნდა დავიწყოთ. გავაძლიეროთ სკოლებში სამოქალაქო განათლების კლუბები და მხარი დავუჭიროთ მოსწავლეთა ინიციატივებს. 



 

ცვლილება დაიწყე შენით..

 

    თუ გინდა ის გარემო შეცვალო სადაც ცხოვრობ, თავად უნდა შეიცვალო და ამის შემდეგ დაიწყო ნაბიჯ-ნაბიჯ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა. ძლიერი სამოქალაქო საოგადოების მშენებლობისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თანასწორობისა და ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. ამის სწავლა და გაანალიზება ბავშობის ასაკიდან უნდა დაიწყოს. სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც ყალიბდება  ღირებულებები.

  ღირებულებებს , როცა ვამბობთ, ხაზი უნდა გავუსვათ ადამიანის უფლებების დაცვას. ადამიანის უფლებების საყოველთაო აღიარება კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და „წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“. მოსწავლეებს ამის გააზრება უნდა ვასწავლოთ თავიდან, რომ არ მივიღოთ მოძალადე თაობა.

   სამწუხაროდ 21-ე საუკუნე სავსეა გამოწვევებით, ჩვენს ირგვლივ ხდება ადამიანის დისკრიმინაცია თითქმის ყველა ნიშნის მიხედვით. ამას ემატება სიძულვილის ენა, შეურცყოფა, დამცირება და ღირსების შელახვა, რაც ფატალურად მთავრდება, სუიციდით. დისკრიმინაცია ხდება ყველგან: ოჯახში, ქუჩაში, სკოლაში, სამსახურში, თავშეყრის ადგილებში, სათამაშო მოედანზე, კვების ობიექტებში, სოცილურ ქსელებში. ამის თავიდან აცილება, რთული, ხოლო ინფორმაციის გავრცელება ადვილია, იმისათვის, რომ მოსწავლეებთან ეს ინფორმაცია კარგად და გარკვევით მივიტანოთ,  ამ პროცესში თავად ისინი უნდა ჩავრთოთ.

მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ ისეთი დამოკიდებულება, რომ იყვნენ მიმღები ადამიანების მიმართ, რომლებიც მათგან რაიმე ნიშნით განსხვავდება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება.





რაშია გამოსავალი?

    იმისათვის, რომ ტოლერანტული თაობა იყოს, სკოლაში ფორმალურ განათლებასთან ერთად შევიტანოთ არაფორმალური განათლების ელემენტები. ყველა სასკოლო ...