თუ გინდა ის გარემო შეცვალო სადაც ცხოვრობ,
თავად უნდა შეიცვალო და ამის შემდეგ დაიწყო ნაბიჯ-ნაბიჯ სამოქალაქო საზოგადოების
მშენებლობა. ძლიერი სამოქალაქო საოგადოების მშენებლობისთვის, პირველ რიგში,
მნიშვნელოვანია თანასწორობისა და ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
ამის სწავლა და გაანალიზება ბავშობის ასაკიდან უნდა დაიწყოს. სკოლა სწორედ ის
ადგილია, სადაც ყალიბდება ღირებულებები.
ღირებულებებს
, როცა ვამბობთ, ხაზი უნდა გავუსვათ ადამიანის უფლებების დაცვას. ადამიანის
უფლებების საყოველთაო აღიარება კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაბიჯია და „წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და
საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“. მოსწავლეებს ამის გააზრება უნდა ვასწავლოთ
თავიდან, რომ არ მივიღოთ მოძალადე თაობა.
სამწუხაროდ 21-ე საუკუნე სავსეა გამოწვევებით, ჩვენს ირგვლივ ხდება ადამიანის
დისკრიმინაცია თითქმის ყველა ნიშნის მიხედვით. ამას ემატება სიძულვილის ენა,
შეურცყოფა, დამცირება და ღირსების შელახვა, რაც ფატალურად მთავრდება, სუიციდით.
დისკრიმინაცია ხდება ყველგან: ოჯახში, ქუჩაში, სკოლაში, სამსახურში, თავშეყრის
ადგილებში, სათამაშო მოედანზე, კვების ობიექტებში, სოცილურ ქსელებში. ამის თავიდან
აცილება, რთული, ხოლო ინფორმაციის გავრცელება ადვილია, იმისათვის, რომ
მოსწავლეებთან ეს ინფორმაცია კარგად და გარკვევით მივიტანოთ, ამ პროცესში თავად ისინი უნდა ჩავრთოთ.
მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ ისეთი
დამოკიდებულება, რომ იყვნენ მიმღები ადამიანების მიმართ, რომლებიც მათგან რაიმე
ნიშნით განსხვავდება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, და ყველას თავისებური
მიდგომა სჭირდება.

No comments:
Post a Comment